„მენტორების და მონაწილეების პროგრამის” ფარგლებში მოხალისეებს მენტორობას ვუწევდი. მათთან აპრილის თვის განმავლობაში 4 შეხვედრა ჩავატარე, რომელიც მოიცავდა თავდაპირველად გაცნობით აქტივობას, ერთმანეთთან მოხალისეობრივი გამოცდილების გაზიარებას, აქტივობების დაორგანიზება-დაგეგმვას, საბოლოოდ კი დასკვნით, შემაჯამებელ შეხვედრას, რა დროსაც ვიმსჯელეთ ჩვენს პროგრესზე, აღვნიშნეთ ჩვენი მიღწევები.