პროექტის დეტალი

მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე

გამოყვეყნების თარიღი: Feb 11, 2024

პროექტის აღწერა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ეს დღე 2011 წლიდან აღინიშნება და მიზნად, მეცნიერებასა და განათლებაში, ქალების თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობასა და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს.
ამის აღსანიშნავად, სსიპ- ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N1 საჯარო სკოლაში, მოვაწყე შეხვედრა მოსწავლეებთან, სადაც ვისაუბრე ქალებისა და გოგონების როლზე STEM სფეროში.
შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებს გავაცანი ინფორმაცია, თუ რატომ ვერ ან/ არ ირჩევენ ქალები STEM სფეროს.

როგორ შეიძლება მოხდეს მათი წახალისება, რომ აირჩიონ STEM მიმართულება.
წარვუდგინე ინფორმაცია წარმატებულ ქართველ და უცხოელ ქალ მეცნიერებზე, რომელთა შესახებაც საინტერესო მასალა თავად მოსწავლეებმა წაიკითხეს.
შეხვედრის მსვლელობისას ასევე, გავუზიარე მათ ინფორმაცია იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც მოსწავლეებს სთავაზობენ უფასო ბანაკებს და სიღრმისეულ ინფორმაციას (პრაქტიკულ დავალებებთან ერთად) STEM მიმართულებაზე.





პროექტის ავტორი
, სამცხე-ჯავახეთი

ვარ აქტივისტი და თანატოლგანმანათლებელი.ვხელმძღვანელობ რამდენიმე არასამთავრობო კლუბს, მათ შორის გოგონებისა და ქალების გასაძლიერებლად დაარსებულ კლუბს, “GLOWCLUB VALE/გლოუს კლუბი ვალე”-ს. აქტიურად ვმოღვაწეობ არაფორმალურ სექტორში.გაცვლითი პრო... განაგრძეთ კითხვა