2024 წლის აპრილში და მაისში, პანკისის ხეობაში და დუისის საჯარო სკოლაში, პროექტის: ,,მიგრაცია სიკეთე თუ საფრთხე“ ფარგლებში ჩატარდა კვლევა მიგრაციის საკითხზე და სხვა აქტივობები.
კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 14-დან 75-წლამდე 150 -მდე ადამიანი აქედან 40 - მდე ადამიანი გამოიკითხა პირისპირ ინტერვიეუბით, თითოეული მათგანი აქტიურად იყო ჩართული გამოკითხვაში და საკმაოდ კარგად გაართვეს თავი.
კვლევა ჩატარდა ონლაინ Google Forms - ის გამოყენებით და პირისპირ ინტერვიუების სახით, აღნიშნული გამოკითხვა იყო ძალიან საინტერესო ყველასთვის.
პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის მიზანია, გავიგოთ რამდენად მნიშვნელოვანია მიგრაციის საკითხზე ინფორმირებულობის დონის გაზრდა, ასევე პროექტის მიზანიც და კვლევის მიზანიც იყო მოსწავლეების და სხვა ადამიანების ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვან საკითხზე: მიგრაცია სიკეთე თუ საფრთხე, ასევე მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება იმ მწვავე საკითხებზე, რომლებიც გამოწვეულია მიგრაციის გამო და სწორედ ეს საკითხებია: ტრეფიკინგი, დისკრიმინაცია და რათქმაუნდა ამ პრობლემების პრევენციაზეც იყო ყურადღება გამახვილებული.
ასევე, მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეებში ანალიტიკური უნარების განვითარებაც, რომელიც ხელს შეუწყობდა მათ გათვითცნობიერებას მათივე ფუნდამენტურ უფლებებზე, სამოქალაქო აქტივიზმზე და ა.შ.
პროექტის ფარგლებში პირველი აქტივობა, საინფორმაციო შეხვედრა გვქონდა დუისის საჯარო სკოლაში, ამ საკითხთან და პროექტის მიზნებთან დაკავშირებით მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან, ასევე გამოვაცხადეთ კონკურსი მიგრაციის საკითხზე, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა მოამზადეს სლოგანები და სხვადასხვა ნამუშევრები.