პროექტის დეტალი

მხიარული სტარტები

გამოყვეყნების თარიღი: Nov 29, 2023

პროექტის აღწერა

სასკოლო კლუბის ACTIVE CITIZENS/აქტიური მოქალაქეების ფარგლებში ჩვენი სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებს ასეთი სახალისო და გასართობი ღონისძიება ჩავუტარეთ. იყო ბევრი ღიმილი, ხალისი, აქტიურობა, მუსიკა და მხიარულება. რაც მთავარია, იყო მეგობრობა, ჯგუფური მუშაობა და ერთმანეთის პატივისცემა 
 აქტივობები:
აქტივობა 1- ჯგუფები ისმენენ შეკითხვებს ინგლისური ენის გაკვეთილებზე შესწავლილი მასალიდან, ორი-ორი მოსწავლე, რომლებსაც ბუშტი უკავიათ მხრებით, მირბიან დარბაზის ბოლოში, უამრავი ვარიანტებიდან არჩევენ შეკითხვის სწორ პასუხს და მოაქვთ
აქტივობა 2- მოსწავლეები აწყვილებენ არქიტექტურულ ნიმუშს შესაბამის ქვეყანასთან
აქტივობა 3- ჯგუფებიდან თითო ბავშვი მირბის რიგრიგობით დარბაზის მეორე მხარეს, კითხულობს სხვადასხვა სიტყვებს , და უკან მოსვლისას კარნახობს დამახსოვრებულ სიტყვებს(რამდენის დამახსოვრებასაც შეძლებს) ჯგუფის მიერ წინასწარ არჩეულ წევრს "მწერალს", რომელიც ცდილობს სწორად დაწეროს ნაკარნახევი სიტყვები 
აქტივობა 4- ჯგუფებს ეძლევათ გრძელი სიტყვა და ცდილობენ, სიტყვაში არსებული ასოებისაგან შეადგინონ სხვადასხვა სიტყვები 
აქტივობა 5- ჯგუფიდან თითო წევრი მირბის დარბაზის მეორე მხარეს, მოაქვს თითო სიტყვა. (სასურველია ამოარჩიონ სხვადასხვა მეტყველების ნაწილები ), ბოლოს შერჩეული სიტყვებიდან ჯგუფმა უნდა ააწყოს წინადადება
მე-5 კლასელებთან ერთად ჩვენც ძალიან ვიხალისეთ ვისწავლეთ როგორ დავგეგმოთ და დავაორგანიზოთ ღონისძიება, გავინაწილეთ როლები (წამყვანი, ჟიურის წევრები, ჯგუფების ასისტენტები) და შევეცადეთ ხარვეზების გარეშე ჩაგვეტარებინა ყველა აქტივობა. 










პროექტის ავტორი
, სამცხე-ჯავახეთი

ვარ აქტივისტი და თანატოლგანმანათლებელი.ვხელმძღვანელობ რამდენიმე არასამთავრობო კლუბს, მათ შორის გოგონებისა და ქალების გასაძლიერებლად დაარსებულ კლუბს, “GLOWCLUB VALE/გლოუს კლუბი ვალე”-ს. აქტიურად ვმოღვაწეობ არაფორმალურ სექტორში.გაცვლითი პრო... განაგრძეთ კითხვა