პროექტის დეტალი

მოხალისე-მასწავლებელი

გამოყვეყნების თარიღი: Feb 12, 2024

პროექტის აღწერა

2024 წელს ამ მოხალისე-მასწავლებლის პროექტის ფარგლებში დავიწყე საქართველოში მცხოვრები დევნილი უკრაინელი მოსახლეობისთვის ქართული ენის სწავლება. ისინი ბოლო დროის პოლიტიკური ვითარების შედეგად ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდენენ და, რა თქმა უნდა, ასეთ დროს აუცილებელია ერთმანეთს გვერდში ამოვუდგეთ. ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ მათთვის საქართველოში ყოფნის გაადვილებაში წვლილი შემეტანა, რისთვისაც საუკეთესო გზაც ალბათ სასაუბრო ენის უფასოდ სწავლებაა. ამით ვეცდებით გავუადვილოთ მათ კომუნიკაცია, თავის ვაგრძნობინოთ სოციუმის ნაწილად და ვაგრძნობინოთ ჩვენი მხარდაჭერა. ამ პროექტის ფარგლებში გვინდა ხელი შევუწყოთ მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში და დავეხმაროთ საკუთარი ადგილის პოვნაში ახალ, უცხო გარემოში თუნდაც ცოტა ხნით.


პროექტის ავტორი
, თბილისი

მე ვარ მოხალისე, რომელსაც ძალიან მოსწონს ახალი ადამიანების გაცნობა და მათთან ურთიერთობა. ჩემი აზრით მოხალისეობა ადამიანს აძლევს ისეთი უნარების გამომუშავების საშუალებას, რომლებიც საჭიროა არა მხოლოდ პროფესიული თვალსაზრისით, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში... განაგრძეთ კითხვა