"მოხალისება 360" შემაჯამებელი ღონისძიება
გამოყვეყნების თარიღი: Jul 04, 2026
პროექტის განხორციელების პერიოდი: 29 Jan, 2026 - 24 May, 2026
ჩართული მოხალისეები: 30
მოხალისეობრივი საათი: 100
პროექტი
პროექტის აღწერა
"მოხალისება 360ის" ფარგლებში განხორციელდა არაერთი მოხალისეობრივი აქტივობა, რომელშიც ჩაერთო 50მდე მოხალისე აქტივობები მოიცავდა: გარემოსდაცვით ღონისძიებებს, მზრუნველობამოკლებულ ბავშვების ცენტრში ვიზიტს, მოხუცთა თავშესაფარში სტუმრობას, სხვა მოხალისეობრივი ორგანიზაციების გაცნობას, ცნობიერების ამაღლების მიზნით პოსტერების გაკეთებას, შშმ პირთა დღის ცენტრში ვიზიტს და რამდენიმე ტრენინგს აქტუალურ საკითხებზე, საგანმანათლებლ პროგრამებსა და პროექტებზე. ამ გამოცდილებების განვმალობაში, მქონდა ეფექტური კომუნიკაციები ლექტორებთან და თანამშრომლობითი ურთიერთობები სხვა ორგანიზაციებთან. ასევე ვაორგანიზებდი თითოეულ აქტივობას, ლექციას და მოხალისეების ინტერესებისამებრ ვცდილობდი განმეხორციელებინა პროექტის ყველა ეტაპი. თავდაპირველი ტრენინგების ავტორი თავად მე გახდლით, რათა მრავლისმომცველი ინფორმაცია ჰქონოდათ მონაწილეებს მოხალისეობაზე, "ჰელფინგ ჰენდზე" და პროექტის გეგმებზე. ჯამში თითოეულ აქტიურ მოხალისემ შეასრულა 35 მოხალისეობრივი საათი. შემაჯამებელი ღონისძიების სახით კი დავაორგანიზეთ მე და თამო ხომიზურაშვილმა (თანაკოორდინატორმა და სხვა მოხალისეობრივი პროექტების ავტორმა) კომბინირებული ღონისძიება ღია სივრცეში. ღონისძიებაში მონაწილე მოხალისეებს დახვდათ მრავალფეროვანი აქტივობები, ასევე მე და თამომ გავაკეთეთ შეჯამებითი მოხსენება და გადავეცით დამსახურებული სერტიფიკატები წარმატებულ მონაწილეებს. ღონისძიების შემდგომ გავაკეთე უკუკავშირის ფორმა, სადაც პროცენტულად მოხალისეთა უმეტესობამ დააფიქსირა დადებითი ემოციები და გამოხატა მადლიერება აღნიშნული შესაძლებლობისთვის.