პროექტი
პროექტის აღწერა
2026 წლის თებერვალში ჩამოვაყალიბე კლუბი „მოხალისეობა 360°“. გავწერე გეგმა, კლუბის/პროექტის მიზნები, აქტივობები, წესდება და სხვა. მქონდა კომუნიკაცია ტრენერებთან, რათა საინტერესო საკითხებზე ტრენინგებით გამრავალფეროვნებულიყო კლუბური საათები. წევრების უფლებები/მოვალეობებიც დავწერე, ვინაიდან კლუბის წევრებისთვის არ ყოფილიყო რაიმე დეტალი ბუნდოვანი მათთან დაკავშირებით. გამოვაქვეყნეთ პოსტერი, სარეგისტრაციო ბმულთან ერთად ჰელფინგ ჰენდის ფბ/იგ გვერდებზე, რათა შეგვერჩია პროექტის მონაწილეები. კლუბმა დიდი გამოხმაურება დაიმსახურა. დარეგისტრირდა 70მდე მოხალისე.