პროექტის დეტალი

"მოხალისეობა დადებითი ცვლილებებისათვის" - შემაჯამებელი ღონისძიება

გამოყვეყნების თარიღი: Apr 26, 2025 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

 
დაჯილდოების ცერემონია ძალიან განსაკუთრებული და ამაღელვებელი ღონისძიება იყო, რომელშიც მეც მოხალისის როლში მივიღე მონაწილეობა. მინდოდა, რომ თითოეულ სტუმარს განსაკუთრებული და თბილი გარემო შეგვექმნა.
ჩემი პასუხისმგებლობა იყო სტუმრების მიღება, მათთვის ადგილის მითითება და საჭიროების შემთხვევაში დახმარება. ვცდილობდი, რომ თითოეულ ადამიანს სასიამოვნო მოგონებები დარჩენოდა, რადგან ეს დღე სწორედ მათთვის იყო — ახალგაზრდებისათვის, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ სხვების დასახმარებლად.
ღონისძიება სავსე იყო სიხარულით, მადლიერებით და ემოციებით.
ჩემთვის დიდი პატივი იყო, ამ დღის გასაუმჯობესებლად წვლილის შეტანაში. ამ გამოცდილებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მოდის თაობა, რომელიც იქნება მუდამ ქველმოქმედი და სიკეთის მომტანი.

(P.s აქტივობის ზუსტი დრო: 27 მარტი, 15:00-18:00. ჯამში 3 მოხალისეობრივი საათი. ამ აქტივობის განხორციელებას დაადასტურებს მოხალისეთა კოორდინატორი ლიზი სალბიშვილი.)