პროექტის აღწერაახალციხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების ნაწილი არ ერთვება მოხალისეობრივ საქმიანობებში, რაც გამოწვეულია ინფორმაციის ნაკლებობით. ამიტომ ახალგაზრდების აქტივობა დაბალია და ვერ ხდება მათი პოტენციალის რეალიზება და ისინი არ არიან ჩართულები თემის განვითარების პროცესში.
პროექტი მოხალისეობა ნაბიჯი უკეთესობისკენ,რომელიც ორგანიზებულია მოხალისეთა მიერ პროექტის "მოხალისეობა დადებითი ცვლილებებისათვის" ფარგლებში, რომელსაც "ჰელფინგ ჰენდი" ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერითა და 63 მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ თვითმმართველობასთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს. მთავარი მიზანია მოხალისეობის პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლება და მათი ჩართულობის ხელშეწყობა საზოგადოების კეთილდღეობისთვის. პროექტის მიზანი იყო მონაწილეები გაცნობოდნენ მოხალისეობის არსს და მისი სხვადასხვა ფორმის მნიშვნელობას.შეხვედრების მეშვეობით ისინი იძენენ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებასაც. თითოეულ მათგანმა დაინახა ,რომ პატარა ქმედებასაც კი პოზიტიური ცვლილებები მოაქვს გარშემომყოფებისთვის. პროექტი ასევე მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ინიციატივის უნარის, ემპათიის, ლიდერობისა და გუნდური მუშაობის განვითარების ხელშეწყობას,რაც მომავალში მათ დაეხმარება,რომ წვლილი შეიტანონ საზოგადოების განვითარებაში.
I სესია ''მოხალისეობა ნაბიჯი უკეთესობისკენ''
II სესია მოხალისეები უკეთესი მომავლისკენ
1)ჯანსაღი კომუნიკაცია მისი როლი და მნიშვნელობა მოხალისეობაში
2) დისკუსიები
3)დებატები
4) პრეზენტაციები – წარმატებულ მოხალისეებზე
5) სკეჩი – მოხალისეობის თემატიკაზე
6) გუნდურობა
7)ფორუმ-თეარტი
I I I სესია
ფილმის ჩვენება
IV სესია მოხალისეობის ტიპები:
სოციალური მოხალისეობა,ეკოლოგიური მოხალისეობა,კულტურული და შემოქმედებითი მოხალისეობა, გლობალური მოხალისეობა,საგანმანათლებლო მოხალისეობა,ციფრული მოხალისეობა,ჰუმანიტარული მოხალისეობა
V სესია
ფილმის გადაღება,პროექტების დაგეგმა,მოხალისეობის კითხვარის შევსება
VI სესია დასუფთავების აქცია,წიგნების შეგროვება
VII სესია
შეჯამება,ინტელექტვალური თამაში
პროექტში ჩაერთ 30 ახალგაზრდა,რომლებმაც განივითარეს სხვადასხვა უნარები და ჩაერთნენ აქტიურად მოხალისეობრივ საქმიანობაში.





