პროექტის დეტალი

მოხალისეობა რაჭაში

გამოყვეყნების თარიღი: Nov 24, 2022 ჩართული მოხალისეები: 10 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

მე ვარ ნანა მაისურაძე 28 წლის რაჭიდან, ვცხოვრობ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში.

პროფესიით ვარ სერთიფიცირებული ახალგაზრდული მუშაკი.

ძალიან მიყვარს რაჭა და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობებით დადებითი ცვლილებები მომაქვს რეგიონისთვის, ჩემი მთავარი მოტივაციაც რაჭის და აქ მცხოვრები ახალგაზრდების სიყვარულია.

ამჟამად ვმუშაობ რაჭის ახალგაზრდულ ასამბლეაში მოხალისეობრივად, ვარ კომუნიკაციის მენეჯერი ვმართავ სოციალურ არხებს.

ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობა დაიწყო 2019 წელს, მას შემდეგ აქტიურად ვარ ჩართული მოხალისეობრივ საქმიანობებში.

ბოლო 2 წლის მანძილზე ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობა თითქმის მთლიანად უკავშირდება რაჭის ახალგაზრდულ ასამბლეას.დაფუძვნების დღიდან სრულიად ჩართული ვარ Facebook Page-ის სრულყოფილად ფუნქციონირებაში, პოსტები მაქვს მომზადებული წარმატებულ რაჭველ ახალგაზრდებზე, მოძიებული და დამუშავებული ინფორმაცია რაჭაში არსებული ტრადიციების, ღირშესანიშნავი ადგილების და ტურისტული ლოკაციების შესახებ. შექმნილი მაქვს რამდენიმე ვიდეო რგოლი და ვიზუალური მასალები ყველაფერი განთავშებულია ასამბლეის Facebook Page-ზე. თითქმის ყოველდღიურად გვერდზე ვანთავსებ რაჭის ულამაზეს ხედებს და რაჭაში მიმდინარე სიახლეებს.