პროექტი
პროექტის აღწერა
პროექტის მიზანი: სოციალურად დაუცველი ბავშვების ოჯახების გაძლიერება, მათი ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობა და ინსტიტუციებში განთავსების პრევენცია.
დღის ცენტრში, 6-18 წლამდე ასაკის ბავშვებს საშუალება აქვთ თავისუფალი დრო დაცულ და მეგობრულ გარემოში გაატარონ, ჩაერთონ სხვადასხვა გასართობ და საგანმანათლებლო აქტივობაში. დღის ცენტრში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვების განათლებას: პედაგოგები მათ სასკოლო დავალებების მომზადებაში ეხმარებიან, დამატებით უტარდებათ ინგლისური, რუსული და ქართული ენის, მათემატიკის და ფიზიკის გაკვეთილები.
ჩემი საქმიანობა მოიცავდა ბავშვებისთვის მათემატიკისა და ინგლისურის სწვალებას.