პროექტის დეტალი

მოსწავლეთა კონფერენცია

გამოყვეყნების თარიღი: May 01, 2026 პროექტის განხორციელების პერიოდი: 29 Mar, 2026 - 29 Apr, 2026 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 25
პროექტი

პროექტის აღწერა

მოსწავლეთა საკლასო კონფერენციის – „ღირსება, უფლება, პატივისცემა“ ორგანიზება განხორციელდა პროექტის „თუ უფლება დაცულია, კონფლიქტი მოგვარებულია“ ფარგლებში.
 
როგორც ორგანიზატორი, პასუხისმგებელი ვიყავი ღონისძიების დაგეგმვასა და კოორდინაციაზე, მათ შორის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფაზე, თემების შერჩევისა და კონფერენციის შინაარსობრივი მიმართულების განსაზღვრაზე.
 
ასევე, ჩემი ჩართულობა მოიცავდა შესაბამისი აუდიტორიის სწორად შერჩევას, პრეზენტაციების სტრუქტურის დაგეგმვასა და მონაწილეებისთვის მიმართულების მიცემას, რაც დაეხმარა მათ თემების უფრო ღრმად გააზრებაში და ეფექტური პრეზენტაციების მომზადებაში.
 
მოსწავლეებმა კონფერენციის ფარგლებში განივითარეს პრეზენტაციის უნარები, კრიტიკული აზროვნება და საჯარო გამოსვლის გამოცდილება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მათ თვითგამოხატვისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარების გაძლიერებას.