21 თებერვალს მშობლიური ენის საერთაშორისო დღე აღინიშნება, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ონლაინ შეხვედრა მომეწყო, სადაც ჩემი სკოლის მოსწავლეები და მასწავლებელები იქნებოდნენ და მიმოვიხილავდით ქართული ენის შესახებ სხვადასხვა საკითხს.
თავდაპირველად მოსწავლეებმა ვისაუბრეთ ქართული ენის შესახებ და მასწავლებლებთან ერთად განვიხილეთ მისი ზოგადი ისტორია. შეხვედრაზე მოვიწვიე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურიისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი კილაძე. მან ისაუბრა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობასა და მათ მიერ განხორციელებულ პროექტებზე: ციფრული განათლების სივრცე, გახმოვანებული ლიტერატურა, ლექსიკონი და სხვა.
შეხვედრას ესწრებოდა 10-მდე მოსწავლე და 1 მასწავლებელი.
აქტივობის შედეგად, კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი ჩვენი ენის მნიშვნელობასა მის განვითარებას.

