პროექტის დეტალი

,,მწვანე კვალი“

გამოყვეყნების თარიღი: Nov 19, 2024 ჩართული მოხალისეები: 5 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

,,მწვანე კვალი - Green Trace” არის გარემოს დაცვითი პროექტი, რომელიც ორგანიზებულია პანკისის ამერიკული თაროს მოხალისეებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფის მიერ და დაფინანსებულია აშშ-ს საელჩოს მიერ  საგრანტო კონკურსის ,,თემის ელჩები 2024" - ის ფარგლებში და კოორდინირებას უწევს პანკისის ამერიკული თარო
პროექტის ავტორი: მუსლიმ ბორჩაშვილი
საინიციატივო ჯგუფს ვაერთიანებდით 5 მოხალისე.

პროექტის მიზანი იყო: წინუბნის დაწყებითი და დუისის საჯარო სკოლების მოსწავლეების (პანკისელი ახალგაზრდების) და პედაგოგების Ჩართვა გარემოს დაცვით აქტივობებᲨი, მათი ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის მნიშვნელოვან საკითხებში, ასევე Შემდეგ ჯერზე მსგავსი პროექტებით მათი მხარდაჭერა.

კონკრეტული აქტივობები:

  1. სოციალური კვლევა;
  2. ტრენინგები გარემოს დაცვით საკითხებზე:
  3. სკოლის ეზოს გამწვანება;
  4. დასუფტავების აქციები;
  5. გასართობი და შემეცნებითი აქტივობები.

კვლევითი სამუშაოები:

კვლევაში მონაწილეობას იღებდა 100-მდე ადამიანი. კვლევის სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე: 59 % - მა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია  გარემოს დაცვით საკითხებზე არსებული სამიზნე აუდიტორიის ცნობიერების ამაღლება, აქედან გამომდინარე 33 %-მა მოისურვა ლექციების მოსმენა ,,გარემოს დაცვაზე და გლობალურ დათბობაზე”; 

გამოკითხულთა 83 %  მიიჩნევდა, რომ მნიშვნელოვანია სკოლის ეზოს გამწვანება; 52 % ამბობდა, რომ აუცილებელია დასუფთავების აქციების ჩატარება , როგორც სკოლის ეზოში, ასევე ხეობის სხვა ტერიტორიაზეც.

სამიზნე აუდიტორია: პროექტში მონაწილეობა მიიღო 90-100 - მდე ორივე სქესის წარმომადგენლებმა, მათ შორის 12-17 წლამდე ახალგაზრდებმა და 25-65 წლამდე უფროსი თაობის წარმომადგენლებმა.
კომუნიკაციები: პროექტის მსვლელობისას აიტვირთა დეტალური ინფორმაცია მიმდინარე აქტივობებზე. არსებული ინფორმაციის დოკუმენტირება მოხდა განსაკუთრებით სოც. ქსელებში.

https://www.facebook.com/share/p/XiRaR6K432UNgMZr/

https://www.facebook.com/share/p/XiRaR6K432UNgMZr/

https://www.facebook.com/share/p/VvXWDxF6tKETJrkp/

პროექტის ძირითადი თარიღები/ვადები: პროექტი მიმდინარეობდა 2 თვის განმავლობაში - 15 მაისიდან -  15 ივლისამდე, 2024.

შედეგი: 

სამიზნე აუდიტორიის წარმომადგენლები აუცილებლად გაუზიარებენ სხვებს თავიანთ ცოდნას, რაც პროექტში მიიღეს;

სამიზნე აუდიტორიის წარმომადგენლები თვითონაც ახორციელებენ ახლა უკვე მსგავს პროექტებს და ინიციატივებს;

ისინი აუცილებლად გააგრძელებენ გარემოს/ბუნების სიყვარულს;

მათ უკვე შეუძლიათ იმის გაანალიზება, რომ გარემოს მოფრთხილება ნამდვილად სჭირდება;

პროექტის იდეაში იყო გაწერილი, რომ მონაწილეობას მიიღებდა 70-მდე ადამიანი, თუმცა აქტივობებში სულ ჯამში ჩაერთო 110-მდე ადამიანი;

პროექტის ბოლოს გაიზარდა ადამიანთა რიცხვი, რომლებმაც დაიწყეს გარემოს მოფრთხილება და დაცვა.