პროექტის დეტალი

მულტიფუნქციური სივრცე

გამოყვეყნების თარიღი: Nov 20, 2024 ჩართული მოხალისეები: 5 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

მარტში ისევ დავაორგანიზეთ გაჩუქების აქცია და ჩერნოვეცკის ფონდისთვის შევაგროვეთ საჭირო ნივთები.ასევე გამოვეხმაურეთ აფხაზი თანატოლებისთვის თანადგომის აქციას და შევიძინეთ საკანცელარიო ნივთები,ტკბილეული,შევაგროვეთ ტანისამოსი თემში და შემოვიერთეთ სხვა მოხალისეებიც. ისარგებლა დაახლოებით ასამდე ადამიანმა.

მულტიფუნქციური სივრცე საზეიმოდ გავხსენით,ფილმის ჩვენებით,მოვიწვიეთ როგორც სასკოლო საზოგადოება,ასევე თემის მოსახლეობა,ფილმის ჩვენების შემდეგ გავმართეთ დისკუსია.მარტის თვეში მოვაწყვეთ 5 დოკუმენტური ფილმის ჩვენება,ბულინგზე,გარემოსდაცვით აქტივობებზე,მიგრაციაზე,იმ აქტუალურ თემებზე,რაც აწუხებს ჩვენს საზოგადოებას,საგრძნობლად ავამაღლეთ ცნობიერება სასკოლო საზოგადოებაში აღნიშნულ საკითხებზე. მოვიწვიეთ ბაღის აღსაზრდელები ანიმაციების ჩვენებაზე. დაახლოებით 50 ადამიანი ესწრებოდა სხვადასხვა დროს ფილმების და ანიმაციების ჩვენებას