პროექტის დეტალი

ნიკა ბიჭი და სოფელი

გამოყვეყნების თარიღი: Nov 28, 2024 ჩართული მოხალისეები: 30 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

უკვე, 10 წელია ადამიანებს მოვუწოდებ ქველმოქმედებისკენ და დახმარებისკენ. პანდემია აღმოჩნდა გარდამტეხი პერიოდი, როცა მივხვდი, რომ ადამიანებმა არსებობა შეწყვიტეს. დავინახე წვიმიან ამინდში, როცა სასურსათო ამანათებს ვარიგებდი ვნახე გოგონები,  თავზე პოლოეთილენის შეკვრები  ეფარათ და ისე ებრძოდნენ უამინდობას,რადგან მათი სახლი სიძვეისგან სრულიად განადგურებული იყო. მაშინვე მივხდი, რომ მათთვის რაღაც უნდა შემეცვალა და გამეკეთებინა. ბავშვები სიდუხჭირისგან იმდენად დასტრესილები იყვნენ არ საუბრობდნენ. ხოდა ასე იმ წამსვე გაჩნდა იდეა, რომ მე უნდა ამეშენებინა სახლი, ხოდა დავიწყე სოფელ, სოფელ სიარული თითოეულ ლარს ვმათხოვრობდი, ვყიდიი ხელნაკეთ ნივთებს ვშრომობდი დაუზაგავად და ასე შევძელით ბავშვებისთვის სახლის აშენება.

შემდეგი სახლის მშენებლობა იყო ორ ხანდაზმულზე, რომელსაც ასევე ეძინათ ცარიელ კედლებში. როცა მივედი მათთან ტირილით გამოვბრუნდი უკან,რადგან ყინვაში ისინი შესაძლებელი იყო გაყინულიყვნენ, რადგან ალიზის ძველ სახლში მარტო მყოფი ორი ცოლ-ქმარი იყვნენ. შემდგომში, როცა ისტორიის მოკვლევა დავიწყე გავიგე, რომ ოჯახში კიდევ ერთი გოგონა იყო, რომელიც შშმ პირთა პანსიონატში ჩააბარეს მშობლებმა, რადგან მათ უბრალოდ შვილის შენახვა არ შეეძლოთ. აქვე გავარკვიე, რომ რადგანაც შშმ პირები იყვნენ 5 მშობიარობა ჰქონდა და ყველაზე ეუბნებოდნენ, რომ ბავშვები გარდაიცვალა თუმცა, როგორც აღმოჩნდა კი არ გარდაიცვალნენ ყვლა შვილი ცოცხალიააა, უბრალოდ გაუშვილეს. ხოდა სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ მე მათ მივცემდი ახალ სახლს.გრძელი გზა გავიარე თუმცა სუფთა ხელებით, ჩემი მეგობრების თანდგომით, სოფლის მოსახლეობის ჩართულობით სახლი ავაშენე, სადაც მშვიდად ცხოვრობენ მოხუცები. ამ მიზნით და ისტორიებით უკვე მე-9 სახლის მშენებლობა მაქვს დაწყებული.