პროექტის დეტალი

Old School Strongman - ის ევროპის ჩემპიონატი

გამოყვეყნების თარიღი: May 08, 2026 პროექტის განხორციელების პერიოდი: 08 May, 2026 - 08 May, 2026 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 10
პროექტი

პროექტის აღწერა

ჩემს მუნიციპალიტეტში ჩატარებულ Old School Strongman-ის ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა მივიღე, როგორც „სპორტული თაობის“ მოხალისემ. ჩემი ჩართულობა მოიცავდა ტექნიკური საკითხების კოორდინაციასა და ორგანიზატორების მხარდაჭერას ღონისძიების პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის.
 
 
პასუხისმგებელი ვიყავი სხვადასხვა ეტაპზე საორგანიზაციო პროცესების გამართულად მიმდინარეობის ხელშეწყობაზე, მონაწილეთა და ტექნიკური დეტალების კოორდინაციაზე, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ჩემპიონატის შეუფერხებლად ჩატარებაში.
 
 
შეჯიბრი სხვადასხვა წონით კატეგორიაში გაიმართა და მოიცავდა სამ ძირითად დისციპლინას: Zercher, Log და Deadlift. ღონისძიებამ გააერთიანა ძლიერი სპორტული გარემო, გუნდური მუშაობა და მაღალი ორგანიზებულობა, ხოლო ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაში მოხალისეობრივი ჩართულობის კუთხით.