Old School Strongman-ის ევროპის ჩემპიონატის მეორე საკონკურსო დღის ფარგლებში კვლავ ჩართული ვიყავი საერთაშორისო ორგანიზაცია სპორტული თაობა-ის მოხალისედ.
ღონისძიება განსხვავდებოდა როგორც ასაკობრივი და წონითი კატეგორიებით, ასევე იმით, რომ შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ როგორც მამაკაცები, ისე გოგონები.
ჩემი ჩართულობა ამ ეტაპზე მოიცავდა არა მხოლოდ ტექნიკური პროცესების მხარდაჭერას, არამედ შედეგების დათვლასა და ქულების დაჯამებას, მონაწილეთა მომზადების პროცესში დახმარებას და დაჯილდოების ორგანიზებაში აქტიურ მონაწილეობას.
მოხალისეობრივი გამოცდილება დამეხმარა პასუხისმგებლობის, სწრაფი ორგანიზების, გუნდური კოორდინაციისა და სტრესულ გარემოში ეფექტური მუშაობის უნარების განვითარებაში.