პროექტის დეტალი

Old School Strongman - ის ევროპის ჩემპიონატი

გამოყვეყნების თარიღი: May 15, 2026 პროექტის განხორციელების პერიოდი: 10 May, 2026 - 10 May, 2026 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 12
პროექტი

პროექტის აღწერა

10 მაისს გამართული Old School Strongman-ის ჩემპიონატის ფარგლებში ჩართული ვიყავი საერთაშორისო ორგანიზაცია სპორტული თაობა-ის მოხალისედ, სადაც პირველობისთვის ომის ვეტერანები, სამხედროები და შშმ პირები იბრძოდნენ.

  • ღონისძიების განმავლობაში ვეხმარებოდი ორგანიზატორებს პროცესის კოორდინაციაში, მონაწილეთა მომზადებასა და შეჯიბრების ეფექტურად წარმართვაში. ასევე ჩართული ვიყავი ტექნიკური და საორგანიზაციო საკითხების მართვაში, რაც საჭიროებდა ყურადღებას, პასუხისმგებლობასა და სწრაფ კომუნიკაციას.

აქტივობამ განსაკუთრებულად დამანახა სპორტის როლი თანასწორობის, ჩართულობისა და მოტივაციის გაძლიერებაში. მონაწილეებმა საკუთარი გამძლეობითა და მიზანდასახულობით შექმნეს გარემო, რომელმაც აუდიტორიას ძლიერი ემოციური და მოტივაციური გამოცდილება მისცა.