პროექტის დეტალი

ოლიმპიადა ,,განათლება”

გამოყვეყნების თარიღი: Jul 25, 2026 პროექტის განხორციელების პერიოდი: 26 Jul, 2026 - 10 Aug, 2026 ჩართული მოხალისეები: 4 მოხალისეობრივი საათი: 120
პროექტი

პროექტის აღწერა

ოლიმპიადა განათლება“ არის საგანმანათლებლო პროექტი, რომლის მთავარი მიზანია მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავება, სწავლის მოტივაციის გაზრდა და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის ხელშეწყობა.

ოლიმპიადაში მონაწილეობა შეეძლებათ სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს სხვადასხვა საგანში. მონაწილეები გაივლიან შესაბამისი ასაკისა და კლასის დონის ტესტირებას, ხოლო შედეგების მიხედვით გამოვლინდებიან საუკეთესო მონაწილეები.

პროექტი შექმნილია იმისთვის, რომ კონკურსი მხოლოდ გამარჯვებაზე არ იყოს ორიენტირებული. მისი მთავარი იდეაა, მოსწავლემ შეძლოს საკუთარი ცოდნის შეფასება, აღმოაჩინოს ის სფეროები, რომლებშიც განვითარება სჭირდება და დაინახოს, რომ სწავლა შეიძლება საინტერესო და მოტივაციის მომცემი პროცესი იყოს.

პროექტის მთავარი მიზნები

● მოსწავლეებში განათლებისა და სწავლისადმი ინტერესის გაზრდა;

● ცოდნისა და უნარების ობიექტურად შემოწმება;

● ნიჭიერი და მოტივირებული მოსწავლეების გამოვლენა;

● ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა;

● მოსწავლეებისთვის საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შესაძლებლობის მიცემა;

● რეგიონებიდან და სხვადასხვა საგანმანათლებლო გარემოდან მოსწავლეების ჩართულობის გაზრდა.

„ოლიმპიადა განათლება“ არის შესაძლებლობა, სადაც თითოეულ მონაწილეს შეუძლია გამოცადოს საკუთარი თავი, შეაფასოს მიღწეული ცოდნა და გადადგას კიდევ ერთი ნაბიჯი განვითარებისკენ.

პროექტის მთავარი იდეა:
„ცოდნა შესაძლებლობაა — ოლიმპიადა კი მისი აღმოჩენის გზაა.“

ქვემოთ გიზიარებთ პროექტის ერთ-ერთ ფოტოს, სხვა ფოტოების ატვირთის შესაძლებლობლობას არ მაძლევს.