პროექტის დეტალი

პირველი ფსიქოლოგიური დახმარება

გამოყვეყნების თარიღი: Feb 08, 2025
მოხალისეობრივი საათი: 0

პროექტის აღწერა

2024 წლის 4 ოქტომბერს ჩვენმა წითელი ჯვრის გუნდმა, პირველი ფსიქოლოგიური დახმარების სწავლაზე ვიმუშავეთ. ამ დღის განმავლობაში გავეცანით ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ძირითად პრინციპებს, ვისწავლეთ, როგორ უნდა ვუპასუხოთ სტრესულ სიტუაციებში მყოფი ადამიანების ემოციურ საჭიროებებს და როგორ დავეხმაროთ მათ სიმშვიდის შენარჩუნებაში. ტრენინგის პროცესში პრაქტიკული მაგალითებით გავიმყარეთ მიღებული ცოდნა და განვივითარეთ უნარები, რომლებიც საჭირო ხდება კრიზისულ ვითარებაში რეაგირებისთვის. ეს გამოცდილება ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებული იყო, რადგან გვაჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანი და საჭირო შეიძლება იყოს მარტივი, მაგრამ სწორად გადადგმული ნაბიჯები ადამიანის ფსიქოლოგიური კეთილდღეობისთვის.


პირველი ფსიქოლოგიური დახმარება
პროექტის ავტორი
მცხეთა-მთიანეთი
სულ მოხალისეობრივი საათები: 0

ქრისტინე ესტატიშვილი- დუშეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე და თემის აქტიური მოხალისე მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან. 2021 წლიდან აქტიურადაა ჩართული მოხალისეობრივ საქმოანობებში და თავადაც ახორციელებს სხვადასხვა მოხალისეობრივ საქმიანობებს. მისი მიზანია რო... განაგრძეთ კითხვა