პროექტის დეტალი

პლასტმასისა და მაკულატურის შეგროვება

გამოყვეყნების თარიღი: Nov 22, 2024 ჩართული მოხალისეები: 30 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

ერთი წლის განმავლობაში სკოლისა და რაიონის მასშტაბით განვახორციელე პლასტმასისა და მაკულატურის შეგროვების აქციები. დავპოსტე გლდანის რაიონის ჯგუფში, რომ შემეძლო ნებისმიერი ლოკაციიდან ნარჩენების წამოღება და სასკოლო სივრცეში განთავსება. საბოლოოდ კი, ორგანიზაცია ტენესთან და მაკულიტერატურასთან თანამშრომლობით ჯამში შევაგროვე 300 კილოგრამი პლასტმასა, რომელიც პერიოდულად გადაეცა ორგანიზაციას, და 700 კილოგრამი მაკულატურა, რომელიც გადაიცვალა წიგნებში და განთავსდა სკოლის ბიბლიოთეკაში. 
ჩემი მიზანია, ნარჩენების შემცირებისათვის ეფექტური მუშაობა, რომელშიც სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და თემი ჩაერთო. ვფიქრობ, რომ საკმაოდ ეფექტიანად განხორციელდა აქტივობა, რომლისთვისაც ჯამში დამჭირდა 10 საათი (წამოღება, განთავსება, პოპულარიზაცია სოც.ქსელებში).