ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობა სწორედ ბავშვთა სახლში ტანსაცმელების მიტანით და იქ მყოფი ბავშვების გაცნობით დავიწყე ახლაც განვაგრძობ მათთან მუშაობას, ამ ეტაპზე ვგეგმავთ პოეზიის საღამოს მოწყობას, ლიდერსაც ძალიან მოეწონა ეს აზრი და ბავშვების დიდმა ნაწილმაც გამოთქვა სურვილი, რამდენიმე მათგანმა ისიც აღნიშნა, რომ იცის ლექსები და დიდი სიამოვნებით იქნებიან პოეზიის საღამოში ჩართულები, ვფიქრობ ეს გარემო მათ დაეხმარებათ დღის გახალისებაში მეც უფრო ახლოდან შევძლებ მათ გაცნობას და ძალიან კარგი აქტივობა გამოგვივა,
ამასთანავე საგრანტო განაცხადიც მათთვის შევიტანე და საბედნიეროდ გავიმარჯვე, რის საშუალებითაც შევიძენ საკანცელარიო ნივთებს და წიგნებს, სწორედ ამ დღეს ვაპირებ საჩუქრების გადაცემასა, რაც ვფიქრობ მათთვის კარგი მოტივაციის წყარო იქნება.