ჩაქვის ნომერ პირველ საჯარო სკოლაში ბულინგის თემაზე პრეზენტაცია ჩატარდა. მეათე კლასის მოსწავლემ სალომე კუნჭულიამ ჩაგვრის მიზეზებსა და შედეგებზე ისაუბრა და პრეზენტაციის მსმენელებთან ერთად ძალადობის პრევენციის გზების ძიებას შეეცადა. პრეზენტაცია წარიმართა პროექტის "ბულინგის კვირეულის" ფარგლებში რომელიც ძალადობის შესახებ მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.
