პროექტის დეტალი

პროექტი დემოკრატიის შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის

გამოყვეყნების თარიღი: May 03, 2024 ჩართული მოხალისეები: 10 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

ჩვენი პირველი აქტივობა იყო გამოკითხვის ჩატარება. ამ გამოკითხვის ჩატარება გადავწყვიტეთ იმისთვის, რომ გაგვეგო რა დონეზე იყო 8-დან მე-11 კლასის ჩათვლის მოსწავლეებში დემოკრატიის ცოდნა. მე და ჩემმა მეგობარმა ამოვბეჭდეთ და კითხვარი და თითოეულ კლასში შევედით გამოკითხვისთვის. ამ გამოკითხვის შედეგებს კი წინ უსწრებს პროექტი ამ თემის შესახებ, სწორედ ამის სწორად დასაგეგმად გვჭირდებოდა ამ აქტივობის ჩატარება.

მეორე აქტივობა ჩავატარეთ საინფორმაციო შეხვედრა თვითონ პროექტის შესახებ, თუ რას ვგეგმავდით, როგორ ვგეგმავდით და რატომ ვგეგმავდით. მოვამზადეთ პრეზემტაცია და მე და ჩემმა მეგობარმა ჩავატარეთ შეხვედრა, რომელიც საკმაოდ ინფორმაციული აღმოჩნდა და ბავშვები დააინტერესა.

ამოვბეჭდეთ დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების შესახებ ჩვენი მომზადებული ფურცლები და გავაკარით კლასებში. ამ ფურცლებზე დატანილი იყო საბაზისო ინფორმაცია(ის რაც ყვეკამ უნდა იცოდეს).

ჩავატარეთ შეხვედრა დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების შესახებ. ამ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს 8-11 კლასის მოსწავლეებმა. ამ შეხვედრაზე მიღებული ცოდნის მიხედვით უნდა ჩაერთონ ესეების და ნახატების კონკურსში.

დავგეგმეთ ესეების და ჯახატების კონკურსი. თემა რათქმაუნდა არის დემოკრატიული კულტურის კომოეტენციები. შევიმუშავეთ წესები და პირობები. ეს ყვეკაფერი გადავიტანეთ ფურცელზე და ამოვბეჭდეთ. დავურიგეთ კლასის დამრიგებლებს, რომლებმაც კონკურსის შესახებ ინფორმაცია მიუტანეს მათ მოსწავლეებს. კონკურსი სრულდება 7 ივნისს.