USAID-ის საგრანტო კონკურსის ფარგლებში სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან, ნანა სამხარაძესთან, ამავე სკოლის მოსწავლეებთან და დირექციასთან ერთად შევიმუშავეთ პროექტი ,,ცოდნა- უსაფრთხოებისთვის", რომლის მიზანი გახლდათ საზოგადოებაში საგანგებო სიტუაციების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
მე, როგორც სამოქალაქო კლუბის ლიდერი, აქტიურად ვიყავი ჩართული, როგორც პროექტის წერის, ისე განხორციელების ეტაპებზე. პროექტის მასშტაბი მოიცავდა სოფელ შრომის, ხრიალეთისა და ორმეთის მოსახლეობას.
პირველ ეტაპზე - შევიმუშავეთ კითხვარი, რომელიც გავაციფრულე, ,,Google Form"-ის გამოყენებით შევადგინე ონლაინ კითხვარი და გავაზიარეთ ,,ფეისბუქზე", გარდა ონლაინ გავრცელებისა, დავბეჭდე კითხვარი, რომელიც დაურიგდა მოსწავლეებს და მათ მიერ სხვადასხვა უბნებში გასვლითი შეხვედრებით მოხდა მისი მატერიალური სახით შევსება. ჯამში კვლევაში მონაწილეობა მიიღო სოფელ შრომის 280-მა მცხოვრებმა. კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 48.6%-ის აზრით, მას არ ქონდა საკმარისი ცოდნა პირველადი დახმარებისა და საგანგებო სიტუაციებში ქცევის წესების შესახებ. 26.1% კითხვაზე გვპასუხობდა - ნაწილობრივ, ხოლო მხოლოდ 25.4% ამბობდა, რომ ჰქოდნა საკმარისი ინფორმაცია. ამ შედეგებმა მეტად დაგვარწმუნა პროექტის აუცილებლობაში, შევისწავლეთ რა უფრო აინტერესებდა მოსახლეობას, რა ცოდნა და გამოცდილება გააჩნდა, რაც დაგვეხმარა შემდეგი აქტივობების უფრო სწორად განხორციელებაში.



მეორე ეტაპზე სკოლისთვის ცეცხლმაქრები შევიძინეთ, რამაც გაზარდა სკოლის უსაფრთხოება. დავამზადეთ საინფორმაციო პოსტერები საგანგებო სიტუაციებისა და პირველი დახმარების შესახებ, რომელიც გავაკარით ხალხმრავალ ადგილებში სოფლის მასშტაბით, გარდა ამისა, მოგვიანებით ის დაურიგდა შეხვედრებზე მყოფ მოქალაქეებს.





მესამე ეტაპზე მოვინახულეთ გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ოზურგეთის სახანძრო-სამაშველო განყოფილება, სადაც გავეცანით სამმართველოს ტექნიკას, აღჭურვილობას, შესაძლებლობებს და ჩაგვიტარდა სიმულაციური სწავლებაც. ქალაქ ოზურგეთში დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრში, პროექტის ფარგლებში, მოვიწვიეთ ტრენერები და მათგან მოვისმინეთ დეტალური ინფორმაცია საგანგებო სიტუაციებში ქცევის წესების შესახებ და როგორც სამედიცინო, ისე სალაშქრო ჩანთის ჩალაგების წესებზე. ასევე, გავიარეთ წითელი ჯვრის პირველადი დახმარების კურსი.








მეოთხე ეტაპი - დაგროვებული ინფორმაციისა და გამოცდილების სოფელ შრომის მოსახლეობისთვის გაზიარებას მოიცავდა. შრომის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა პროექტის ,,ცოდნა-უსაფრთხოებისთვის" ფარგლებში გამართეს შეხვედრები სოფელ შრომის, ხრიალეთისა და ორმეთის მოსახლეობასთან. საუბარი შეეხო პირველად დახმარებასა და საგანგებო სიტუაციებს, როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად. ინფორმაცია მივაწოდეთ 70-მდე ადამიანს. პროცესის ორგანიზებაში აქტიურად ვიყავი ჩართული, შევადგინე პრეზენტაციები, გადავანაწილე როლები მოსწავლეებზე და გამოვყავით მოხალისე ტრენერები, რომელთაც ვეხმარებოდი ტექნიკური მასალის აწყობასა და თეორიულის განვითარებაშიც.







ბოლოს კი ჩვენი სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლებისა და დირექციის წარმომადგენლებისთვის მოვაწყვე შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც მოსწავლეები საუბრობდნენ მათ მიერ წლის განმავლობაში განხორციელებულ აქტივობებზე. წარმოვადგინე პროექტის ფარგლებში შეძენილი ინვენტარი, შექმნილი საინფორმაციო რესურსები და სხვა.


საბოლოო ჯამში, ამ პროექტით პირდაპირი სარგებელი მიიღო 200-მდე ადამიანმა, ხოლო ირიბად 400-მა. პროექტი ეხებოდა ინფორმაციის გავრცელებას, ინფორმაცია კი ჯაჭვია და იგი აუცილებლად კიდევ უფრო მეტ ადამიანამდე მიაღწევს.
პროექტი დაფინანსებული იყო USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მიერ 450 დოლარით და გაგრძელდა 4 თვის განმავლობაში. ამ პროექტს დავუთმე დაახლ. 450 საათი.