15 ნოემბერს ჩავატარე შეხვედრა თემაზე "პროექტის დიზაინი და მართვა. პროექტის ციკლი"შეხვედრაზე განვიხილე ისეთი საკითხები როგორიცაა: ანალიზი, გეგმა, განხორციელება და შეფასება. ასევე, თუ რას მოიცავს ეს თითოეული მათგანი.
ამასთანავე, გავუზიარე გოგონებს ინფორმაცია პროექტის დიზაინისა და მართვის ლექსიკონზე.( მიზანი, ამოცანა, აქტივობა, შეფასება.)
აქტივობად კი წარმოდგენილი მქონდა 2 ამოცანა, რომელიც ქრონოლოგიურად უნდა დაელაგებინათ მონაწილეებს.(რომელი იყო ზოგადი მიზანი, კონკრეტული მიზანი, შედეგი...)
ბოლოს კი გავაცანი ინფორმაცია სამოქმედო გეგმაზე. როგორ იქმნება სამოქმედო გეგმა, რა ძირითად საკითხებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება სამოქმედო გეგმის შემუშავებისას.