სკოლაში სამოქალაქო კლუბისა და თვითმმართველობის ინიციატივით ჩატარდა სამოქალაქო კვირეული.
კვირეულის ფარგლებში მოვიწვიეთ სტუმრები რომლებიც ისაუბრებნენ კონკრეტულ პროფესიებზე.
დღე პირველი - IT სპეციალობები
დღეს ინფორმაციული ტექნოლოგიების გარეშე ბიზნესის განვითარება თითქმის წარმოუდგენელია. მათი გამოყენება კონკურენტულ გარემოში ადგილის დამკვიდრებისათვის აუცილებელიც კი ხდება. სწორედ ამიტომ, ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის მოვიწვიეთ
IT Academy Step Georgia, რომელიც საერთაშორისო სასწავლო ცენტრია IT სპეციალიზაციით და მათ სტუდენტებს შეუძლიათ დაბალ ასაკში დაეუფლონ ხარისხიან IT განათლებას.
შეხვედრის მანძილზე სტუმრებმა ისაუბრეს იმაზე თუ რა არის IT განათლება, რატომ არის ის საინტერესო, რატომ უნდა გახდე IT სპეციალისტი და ა.შ.
5 საათი