აქტივობის ფარგლებში მოსწავლეები გურიის ტელევიზიას, კოლეჯ ,,ჰორიზონტს", ტექნოპარკსა და ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტს ესტუმრნენ. ბავშვებმა მიიღეს ინფორმაცია სხვადასხვა პროფესიული საქმიანობის შესახებ, რაც მათ სამომავლო გეგმებსა და ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე მნიშვნელოვნად აისახება. გურიის ტელევიზიის დირექტორმა, ავთანდილ გველებიანმა, ისაუბრა, სატელევიზიო მოღვაწეობაზე, ტექნიკასა და ხელმძღვანელობაზე. შეხვედრა შედგა ტელევიზიის ჟურნალისტებთანაც, რომლებმაც მოსწავლეებს ამ პროფესიის სირთულეებსა და შესაძლებლობებზე ესაუბრნენ. კოლეჯ ,,ჰორიზონტის" პროფორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის კოორდინატორმა, ნინო ჩხიკვიშვილმა, ისაუბრა პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე, სახელმწიფო დაფინანსებებზე, კოლეჯში შესასწავლ საქმიანობებსა და კარიერულ დაგეგმვაზე. ტექნოპარკის დირექტორმა, ნინო კარაპუტაძემ, გვიამბო ტექნოპარკის შექმნის ისტორიაზე, მის მიზანსა და იმ შესაძლებლობებზე, რასაც ცენტრი ახალგაზრდებს აძლევს, ტექნოლოგიური თუ ბიზნეს საქმიანობების მხრივ. დღის ბოლოს, მოსწავლეები იმყოფებოდნენ ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტში, სადაც შეჯამდა დღევანდელი დღე. ასევე, მისმა დირექტორმა, თამარ ღლონტმა ისაუბრა მომავლის პროფესიებსა და პროფესიულ ორიენტაციაზე. მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდა სკოლის დირექტორი, ქალბატონი რუსუდან ცეცხლაძეც. აქტივობას ფინანსურ მხარდაჭერას უწევდა ,,ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი“ USAID-თან ერთად.
აქტივობაში მონაწილეობა მიიღო სკოლის 14-მა მოსწავლემ და 1-მა პედაგოგმა.




