რა? სად? როდის? (ევროკავშირი)
გამოყვეყნების თარიღი: Nov 21, 2024
ჩართული მოხალისეები: 6
მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი
პროექტის აღწერა
2024 წლის 29 აპრილს, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ წარმომადგენლის კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძეს და ჩემი, როგორც ერთ ერთი პანკისელი ახალგაზრდა მოხალისეს ინიციატივით, დუისის კულტურის სახლში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში ,,ევროკავშირი". ღონისძიება ორგანიზებული იყო პანკისის ამერიკული თაროს-ს და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ წარმომადგენლის კახეთის რეგიონში ერთობლივი თანამშრომლობით.
აღნიშნული ინტელექტუალური
თამაში ჩატარდა რა? სად? როდის? ფორმატში. თამაშში მონაწილეობას იღებდნენ 14-18 წლის ახალგაზრდები პანკისის ხეობის სხვადასხვა სოფლებიდან, სულ იყო 10 გუნდი.
თამაშის ბოლოს კი სამ ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ:
1 ადგილი - სიმბოლური საჩუქრები ,,საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" სახელით.
2 ადგილი - სასაჩუქრე ვაუჩერი, პანკისის ამერიკული თაროსგან, რომლის ფარგლებშიც გუნდის წევრები მონაწილეობას მიიღებენ სამ დღიან დღის ბანაკში.
3 ადგილი - წიგნები, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოებისგან.