პროექტის დეტალი

სადისკუსიო კლუბი

გამოყვეყნების თარიღი: Nov 22, 2024 ჩართული მოხალისეები: 12 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

ჰელფინგ ჰენდის 12-მა, თბილისში მცხოვრებმა მოხალისემ ჩამოვაყალიბეთ  სადისკუსიო კლუბი.
ჩვენი მიზანი ისეთი სივრცის შექმნა იყო, სადაც ახალგაზრდებს ექნებოდათ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა. ჩვენ გვსურდა, რომ გვემუშავა თანატოლებთან, მათთვის გაგვეზიარებინა ჩვენი ცოდნა და გამოცდილება. სადისკუსიო კლუბი მონაწილეებს ეხმარება კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში, ჯგუფური მუშაობის გამოცდილების მიღებაში და რაც მთავარია ეხმარება საერთო ინტერესების მქონე თანატოლების აღმოჩენაში. ჩევენ გვსურდა, რომ ერთობლივი მუშაობითი დადებითი ცვლილებები მოგვეხდინა საკუთარ თემში. ახალგზრდების გაძლიერება არის პირველი ნაბიჯი ქვეყნის წინსვლისთვის. 
კლუბი ისეთ აქტივობებს ატარებს, როგორიცაა:

  • დისკუსიები გლობალური მნიშვნელობის საკითხებზე
  • კინო ჩვენებები
  • წიგნის განხილვები
  • დებატები
  • გასვლითი, შემეცნებითი აქტივობები.

HELPING HAND -ის სადისკუსიო კლუბის საქმიანობა

ვიდეოს მომზადება -2სთ
20 სექტემბერს მოვამზადე ვიდეო, რომლის მიზანი იყო ჩვენი კლუბის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ცნობადობის ამაღლება გახლდათ.

 

29 სექტემბერი - 2სთ
პირველი შეხვედრა ძირითადად განობითი ხასიათის იყო. შევასრულეთ სახალისო აქტივობები და ენერჯაიზერები. გვქონდა დისკუსია ახალგაზრდებში ძალიან აქტუალურ საკითხზე - არაფორმალური განათლება. ჩვენ ვისაუბრეთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა : გვამზადებს თუ არა სკოლა მომავალი ცხოვრებისათვის, რა გამოცდილების მიღება არის შესაძლებელი არაფორმალური განათლებით, რა ცვლილებების განხორციელებას ვისურვებდით არსებულ განათლების სიტემაში.

 

13 ოქტომბერი - 2სთ
პრეზენტაციის მომზადება - 1სთ.
ჩვენი მეორე შეხვედრა არანაკლებ საინტერესო თემის გარშემო გაიმართა. გვქონდა დისკუსია სოც. მედიის შესახებ. განვიხილეთ ისეთი საკითხები, როგორიცაა : რა გავლენა აქვს სოც. მედიას ჩვენს თვითშეფასებაზე, Beauty ტრენდები, diet culture,  ყალბი ინფორმაციის ამოცნების გზები და სხვა. შეხვედრის დასასრულს კი გავმართეთ მინი დისკუსია სოც. ქსელების დადებით და უარყოფით მხარეებზე.



20 ოქტომბერი CITY GAME  - 3სთ
20 ოქტომბერს დავგეგმეთ გასვლითი აქტივობა. 
ჩვენ დავაორგანიზეთ ინტელექტუარი თამაშები, ქვიზები, ფიზიკური დავალებები. მონაწილეები დაყპფილები იყვნენ სამ გუნდად და ისინი ერთმანეთე ეჯიბრებოდნენ გამარჯვებისთვის. თითეული დავალება და მისი შესრულების ზარისხი გარკვეული რაოდენობის ქულების მომტანი იყო.

საბოლოო ჯამში, ძალიან სახალისო და სასიამოვნო დღე გამოგვივიდა.

 

3 ნოემბერი - 2სთ
3 ნოემბერს ჩავატარეთ შეხვედრა საზღვარგარეთ სწავლასთან დაკავშირებით. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ხდება საზღვარგარეთ უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში აპლიკაციების გაგზავნა. ამასთან ერთად გვყავდნენ მოწვეული სტუმრები - ფლექსის ალუმნა და ერასმუს + პროგრამის მონაწილეები.