პროექტის დეტალი

საგანგებო სიტუაციების შესახებ ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებში

გამოყვეყნების თარიღი: Nov 14, 2024 ჩართული მოხალისეები: 7 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

საგანგებო სიტუაციების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამოქალაქო კლუბის წევრები შრომის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებს შევხვდით. ამ აქტივობის განხორციელა ჩემი იდეა იყო, თუმცა პროცესში ჩავრთე სხვადასხვა კლასის მოსწავლეებიც.
ცამეტ მე-5 კლასელებთან შეხვედრაზე საუბარი იყო სხვადასხვა სტიქიურ პროცესზე,  საგანგებო სიტუაციების მართვაზე. ხაზი გაესვა ამ პროცესში 112-ის ჩართულობას. აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი მხოლოდ რეალური საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენოთ.  მოსწავლეებმა ნახეს ანიმაციური ვიდეოები და ისწავლეს როგორ მოიქცნენ ხანძრის, მიწისძვრის, ღვარცოფის და სხვა მოვლენის დროს. ჩატარდა სიმულაციური სწავლება მიწისძვრის შესახებ.  მოსწავლეებისთვის ინფორმაცია მომზადდა ასაკის შესაბამისად, ოფიციალური წყაროებისა და სახალისო თამაშების გამოყენებით.  შეხვედრას ვუძღვებოდით: ანანო ჩხიტუნიძე, საბა დავაძე, ბექა ტაბატაძე, ჯუბი ქარჩავა და მე, ავთო ხომერიკი.
შეხვედრას დაესწრო 15-მდე მოსწავლე.