პროექტის დეტალი

საინფორმაციო კამპანია

გამოყვეყნების თარიღი: Nov 14, 2022 ჩართული მოხალისეები: 10 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა


ჩავატარეთ საინფორმაციო შეხვედრა ჩემი ქალაქის(ახალციხის) ახალგაზრდებთან, შეხვედრა ჩატარდა ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ არასამთავრობო ორგანიზაცია ''დემოკრატ მესხთა კავშირში'' (UDM). შეხვედრის ფარგლებში დამსწრეებს გავაცანით ორგანიზაცია''helping han''-ის შესახებ, შემდეგ კი ვესაუბრეთ სუფთა წყლის მნიშვნელობაზე, რაც დაზუსტებული გვქონდა მონაცემებით. თავდაპირველად, შეხვედრის დასაწყისში შევამოწმეთ დამსწრეების ცოდნა ამ საკითხთან დაკავშირებით და შეჯამების დროსაც ასე მოვიქეცით შედეგი კი დამაკმაყოფილებელი იყო. შეხვედრას ახალგაზრდების გარდა დაესწრო ასევე ზრდასრული პირიც რომელიც დაგვეხმარება ინფორმაციის გავრცელებაში. შეხვედრის მიზამნი იყო ახალგაზრდების ცნობიერება გაზრდილიყო ამ საკითხზე და გაჩენოდათ სურვილი იმისა რომ შემოგვიერთდნენ მიზნის მისაღწევად შედეგიც შესაბამისი იყო, გამოთქვეს სურვილი მოხალისეობისა, ისინი კი ჩემთან ერთად გაუძღვებიან შემდეგ პროექტებს, აღნიშნული პროექტი რომელიც ჩავატარეთ მე და ჩემმა მეგობარმა(მოხალისეობრივად), დატვირთული იყო თემატური და საინტერესო აქტივობებით. ჩვენ კი ვაგრძელებთ მსგავსი საინფორმაციო შეხვედრებით მეტი ახალგაზრდის დაინტერესებას.