პროექტის დეტალი

საჯარო ლექცია - ლიდერობა

გამოყვეყნების თარიღი: Apr 25, 2025 ჩართული მოხალისეები: 6 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

  
ლექცია თემაზე "ლიდერობა" ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი და სასარგებლო გამოცდილება იყო ჩემთვის. ლექცია ონლაინ ჩავატარეთ და მიზანი გვქონდა, მეტი ადამიანი ჩაგვერთო დიალოგში იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ლიდერი დღევანდელ სამყაროში.
პროექტზე ერთად ვიმუშავეთ — მოვამზადეთ საინტერესო პრეზენტაცია, შევარჩიეთ მნიშვნელოვანი მაგალითები და ძირითადი მახასიათებლები, რომლებიც ლიდერს გამოარჩევს: თავდაჯერებულობა, შთაგონება, გუნდური მუშაობა და პასუხისმგებლობა.
ვცდილობდით პრეზენტაცია საინტერესო ყოფილიყო — გვქონდა საუბრები, მაგალითები და ვიდეოები. ბოლოს კი, რომ მსმენელები გაგვეხალისებინა და თან ცოდნაც გაგვემტკიცებინა მათთვის, შევთავაზეთ Kahoot-ი ლიდერობის თემაზე.
მთლიანობაში ეს იყო ძალიან პოზიტიური, აქტიური და სასიამოვნო გამოცდილება — უბრალოდ ლექცია არ ჩავატარეთ, ჩვენ ახალგაზრდები დავაფიქრეთ საკუთარ შესაძლებლობებზე, და იმაზე, რომ ლიდერობა არ არის მხოლოდ ტიტული — ეს არის მოქმედება, გავლენა და მაგალითი.

ინფორმაცია აღნიშნულ ლექციაზე განვათავსეთ მოხალისეთა ჯგუფში:
https://www.facebook.com/share/p/18iQebKkEA/ 

(P.s აქტივობის ზუსტი დრო: 16 მარტი, საღამოს 20:00 დაიწყო ჩართვა. ამ აქტივობას ჯამში მოვახმარე 2.30 მოხალისეობრივი საათი. მის განხორციელებას დაადასტურებს მოხალისეთა კოორდინატორი ლიზი სალბიშვილი.)