პროექტის აღწერამე და ჩემმა მეგობარმა დავაორგანიზეთ საქველმოქმედო მარათონი, რომლის მიზანი იყო სხვადასხვა სახის რესურსის შეგროვება და მათი გადაცემა ბავშვთა სახლისთვის. სპორტი ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნაწილია - ის ხელს უწყობს როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობას. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ სპორტული ღონისძიება - მარათონში მონაწილეობის მიღებით ადამიანები არა მხოლოდ კეთილ საქმეს შეუწყობდნენ ხელს, არამედ საკუთარ თავსაც მოუტანდნენ სარგებელს.