პროექტის დეტალი

სამოქალაქო და ლიდერული უნარების განვითარება ქართველი და ჩეხი გოგონებისთვის

გამოყვეყნების თარიღი: Nov 28, 2023

პროექტის აღწერა





 






 


Erasmus+ პროექტში ,, სამოქალაქო და ლიდერული უნარების განვითარება ქართველი და ჩეხი გოგონებისთვის " GlOW-ს სხვა გოგონებთან ერთად გავემგზავრე 4 დღით ჩეხეთში. ახალგაზრული გაცვლითი პროექტის ფარგლებში გავეცანი ჩეხურ კულტურას, შევხვდი ადგილობრივ ლიდერ გოგონებსა და ქალებს. პროექტმა გენდერული თანასწორობისა და  ქალთა უფლებების ჭრილით მოხალისეობის, სოციალური მედიის ეფექტურად გამოყენების, საზოგადოებრივი აქტივიზმისა და კრეატიული წერის შესახებ ვორქშოპები მოიცვა. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში შევხვდი ჩეხეთის ამჟამინდელი სენატის ყველაზე ახალგაზრდა სენატორს- ადელა შიპოვას. სენატორმა ისაუბრა ქალ ლიდერთა როლზე, გაგვაცნო ჩეხეთის ამჟამინდელი მნიშვნელოვანი გამოწვევები და მისი, როგორც ახალგაზრდა ქალი სენატორის, როლი თანასწორობისა გამოწვევის საპასიხოდ ეროვნულ და ევროკავშირის დონეზე. შესაძლებლობა მქონდა სენატში მესაუბრა,  საქართველოს გამოწვევებზე, ახალგაზრდულ საქმიანობასა და გენდერულ თანასწორობაზე. პროეექტის შემდეგი ეტაპი მოიცავდა ჩეხი გოგონების ვიზიტს საქართველში. მათ საქართველოში ვიზიტის დროს ვუზიარებდი ჩემი კლუბის საქმიანობას, წარმატებული პროექტების მაგალითებს, რომელიც ჩემს თემში განვახორციელე. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მიღებული გამოცდილება და ცოდნა  ტრენინგების სახით გავაზიარე ჩემს თემში.


პროექტის ავტორი
, იმერეთი

ვმუშაობ საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტშიევროკავშირის ახალგაზრდული სამიტი 2023 -ორგანიზატორიGLOW Georgia- ელჩიGLOW Club Bagdati- ლიდერიErasmus+ პროექტ,, სამოქალაქო და ლიდერული უნარების განვითარება ქართველი და ჩეხი გოგონებისთვის''- მონაწი... განაგრძეთ კითხვა