პროექტის დეტალი

სამოქალაქო და ლიდერული უნარების განვითარება ქართველი და ჩეხი გოგონებისთვის

გამოყვეყნების თარიღი: Nov 29, 2023

პროექტის აღწერა

არასამთავრობო ორგანიზაცია GLOW Georgia Erasmus+სა და Agora-ს დაუმეგობრდა, რაც ნიშნავს იმას, რომ დაიწყეს ახალი პროექტი - "სამოქალაქო და ლიდერული უნარების განვითარება ქართველი და ჩეხი გოგონებისთვის", რომლის ფარგლებშიც ჩვენ, შერჩეული მონაწილეები 4 დღით გავემგზავრეთ ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში და ჩეხ გოგონებთან ერთად ვიმსჯელეთ ისეთ თემებზე, როგორებიცააა გენდერული თანასწორობა და აქტიური მოქალაქეობა!
ასევე გავუზიარეთ ერთმანეთს პრობლემის გადაჭრის მეთოდები, გამოცდილებები სოციალური აქტივიზმის საკითხებში და შევქმენით ინტერკულტურული გარემო. გამომდინარე იქიდან, რომ მე გახლავართ არასამთავრობო ორგანიზაცია GLOW Georgia-ს ელჩი, აქტიურად ვმოღვაწეობ ამ ორგანიზაციაში, რომლის ფარგლებშიც განხორციელებული მაქვს 25ზე მეტი ღირსეული პროექტი. პროექტმა გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების ჭრილით მოხალისეობის, სოციალური მედიის ეფექტურად გამოყენების, საზოგადოებრივი აქტივიზმისა და კრეატიული წერის შესახებ ვორქშოპები მოიცვა.
პრაღის საფეხმავლო ტურის - "ქალთა მოძრაობის ისტორია ჩეხეთის რესპუბლიკაში" საშუალებით კი ჩვენ ქალაქსა და მის მნიშვნელოვან, თუმცა ზოგჯერ მივიწყებულ ისტორიებს გავეცანით. გარდა ამისა, ჩვენ შეხვდით ჩეხეთის აჟამინდელი სენატის ყველაზე ახალგაზრდა სენატორს - ადელა შიპოვას. სენატორმა ისაუბრა ქალ ლიდერთა როლზე, გაგვიზიარა პერსონალური გამოცდილება, მოგვცა რჩევები, გაგვაცნო ჩეხეთის რეალობა, ამჟამინდელი გამოწვევები და მისი, როგორც ახალგაზრდა ქალი სენტორის, როლი თანასწორობის, მწვანე, თუ სხვა გლობალური გამოწვევების საპასუხოდ ეროვნულ და ევროკავშირის დონეზე.  შემდგომ კი ჩვენ, გლოუ გოგონებმა ვუმასპინძლეთ ჩეხ გოგონებს საქართველოში. გავცანით ქართული კულტურა და კერძები, დავათალიერეთ შესანიშნავი და ბრწყინვალე მცხეთა თავისი კულტურული ნაგებობებით. ეს იყო დაუვიწყარი გამოცდილება და დღეები მათთან ერთად. 


პროექტის ავტორი
, სამცხე-ჯავახეთი

ვარ აქტივისტი და თანატოლგანმანათლებელი.ვხელმძღვანელობ რამდენიმე არასამთავრობო კლუბს, მათ შორის გოგონებისა და ქალების გასაძლიერებლად დაარსებულ კლუბს, “GLOWCLUB VALE/გლოუს კლუბი ვალე”-ს. აქტიურად ვმოღვაწეობ არაფორმალურ სექტორში.გაცვლითი პრო... განაგრძეთ კითხვა