პროექტის დეტალი

საპნების ფესტივალი

გამოყვეყნების თარიღი: Nov 29, 2023

პროექტის აღწერა

GLOW Georgia-ს და სასკოლო საზოგადოების მხარდაჭერის წყალობით, მე და ჩემმა მეგობარმა მოვაწყეთ საპნების ფესტივალი.
ფესტივალის ფარგლებში მოსწავლეებმა უშუალოდ ისწავლეს საპნის დამზადების ხელოვნება.  ისინი ხელმძღვანელობდნენ მთელ პროცესს, ინგრედიენტების მომზადებიდან, საკუთარი საპნის შექმნამდე. თითოეულმა მონაწილემ წაიღო თავისი უნიკალური შემოქმედება სახლში! 
ამ პრაქტიკულმა პროექტმა მონაწილეებს საშუალება მისცა გამოეჩინათ კრეატიულობა, ჩაეტარებინათ ექსპერიმენტები, სურნელებითა და ფორმებით და შეექმნათ უნიკალური საპნის დიზაინი.
ფესტივალზე ხაზი გაესვა გუნდურ მუშაობას და კომუნიკაციის უნარებს. მონაწილეები თანამშრომლობდნენ, უზიარებდნენ იდეებს და ეხმარებოდნენ ერთმანეთს, ხელს უწყობდნენ ერთიანობისა და თანამშრომლობის გაძლიერებას. 
 ამ ფესტივალმა ასევე ხაზი გაუსვა მდგრადი პრაქტიკისა და გარემოზე პასუხისმგებლობის მნიშვნელობას. ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენებით და ნარჩენების შემცირებით, მონაწილეებმა უფრო ღრმად გაიგეს ჩვენი პლანეტის დაცვის აუცილებლობა. 










პროექტის ავტორი
, სამცხე-ჯავახეთი

ვარ აქტივისტი და თანატოლგანმანათლებელი.ვხელმძღვანელობ რამდენიმე არასამთავრობო კლუბს, მათ შორის გოგონებისა და ქალების გასაძლიერებლად დაარსებულ კლუბს, “GLOWCLUB VALE/გლოუს კლუბი ვალე”-ს. აქტიურად ვმოღვაწეობ არაფორმალურ სექტორში.გაცვლითი პრო... განაგრძეთ კითხვა