"სათამაშოები ბავშვებისთვის" პროექტის ფარგლებში მოხდება სათამაშოების შეგროვება სკოლაში, მეგობრებისგან, ნაცნობებისგან. ყველას ექნება შესაძლებლობა მოიტანოს სახლიდან სათამაშოები რომლებიც მას აღარ ჭირდება, მაგრამ სხვა ბავშვს გამოადგება და ძალიან გაუხარდება. შეგროვებული სათამაშოები დაურიგდება თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლს. თუ ბევრი სათამაშო შეგროვდა SOS ბავშვთა სოფელში მოხდება მიტანა მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვების კეთილდღეობაში წვლილის შესატანად.