გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის „სატყეო სკოლაში“ სწავლა დაიწყო.
სასწავლო კურსის მიზანია ცნობიერების ამაღლება საქართველოს ტყეებსა ,მის მნიშვნელობაზე მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, ტყის ბიომრავალფეროვნებაზე და კლიმატის ცვლილებებზე.
სასწავლო კურსი ორი თვე გაგრძელდება. თეორიულ სწავლებასთან ერთად, დაგეგმილია საველე გასვლები. ლექციებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები და მოწვეული სპეციალისტები დისტანციურად, ZOOM-ის პლატფორმით ჩაატარებენ.
შეხვედრებს ესწრებიან ჰიგიენის კლუბის წევრები.