პროექტის დეტალი

,,შენთან ერთად უკეთესია"

გამოყვეყნების თარიღი: Nov 22, 2024 ჩართული მოხალისეები: 10 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

პროექტი მიზნად ისახავს სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების (შშმ) ინტეგრაციის ხელშეწყობას და მათთან ერთად მეგობრული, შემოქმედებითი და განათლებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას. აქტივობები ჩატარდა ინკლუზიური პრინციპების დაცვით, რაც დაეხმარა ბავშვებს საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენასა და განვითარებაში.

მიზანი:

1)ბავშვების სოციალური და კომუნიკაციური უნარების გაძლიერება.

2)მათი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა.

3)თანატოლებთან ერთად თანამშრომლობის სტიმულირება.

4)საზოგადოებაში ინკლუზიური დამოკიდებულების გაძლიერება.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი აქტივობები:

1.თემატური ხელოვნების აქტივობები (ხატვა, ქანდაკება, ქსოვა).

2)ჯგუფური პროექტების შესრულება.

3)თამაშები და სპორტული აქტივობები
(ადაპტირებული სპორტული თამაშები, თანასწორი კონკურენციის პრინციპებზე დაფუძნებული გუნდური შეჯიბრებები.)

4) წიგნების წაკითხვა და განხილვა

პროექტი მხარდამჭერია- გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი

საათების რაოდენობა-58
(4 თვის განმავლობაში)