პროექტის დეტალი

"შინ"_ ში

გამოყვეყნების თარიღი: Oct 27, 2020

პროექტის აღწერა

ბათუმის რეგიონში შევქმენი ლიტერატურული კლუბი "შინ" ეს არის ერთგვარი სივრცე, სადაც სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები ცვლიან თავიანთ შთაბეჭდილებებს ამა თუ იმ წიგნზე, ჟანრზე, მწერალსა და პოეტზე. ერთმანეთს თბილ და შინაურულ გარემოში ვუზიარებთ გამოცდილებას და ვაძლევთ რჩევებს.

კლუბის წევრებს ეძლევათ საშუალება გაგვიზიარონ თავიანთი ჩანახატები, მინიატურული მოთხრობები, ლექსები, რომლებსაც ავტორთან ერთად გულდასმით განვიხილავთ და ვმსჯელობთ ტექსტის საკვანძო საკითხებზე, ვფიქრობ ეს საუკეთესო გზაა შემოქმედი მეტად დაიხვეწოს, ხოლო განმხილველები ჯანსაღ კრიტიკაში დახელოვდნენ

კლუბის ფარგლებში პერიოდულად ვიწვევთ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან სტუმრებს, რომელთა ლექციების მოსმენაც ლიტერატურის ირგვლივ მართლაც, რომ ერთი დიდი სიამოვნებაა, ლექციის დასასრულს ისმება ბევრი შეკითხვა, რომელთაც ეძებნებათ ამომწურავი და სრულფასოვანი პასუხები


პროექტის ავტორი
, აჭარა