პროექტის აღწერა„სიკეთის კუთხე“ წარმოადგენს სოციალურ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ტანსაცმლისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შეგროვებასა და მათ გადაცემას სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფებისთვის. პროექტის მთავარი ამოცანაა თანაგრძნობის, სოლიდარობისა და თანადგომის კულტურის გაძლიერება საზოგადოებაში.
ინიციატივა ხელს უწყობს საზოგადოების სხვადასხვა წევრის გააქტიურებას და მათ ჩართვას ჰუმანიტარულ დახმარებაში, განსაკუთრებით ახალგაზრდების მოტივირებასა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე ორიენტირებას. „სიკეთის კუთხე“ ქმნის სივრცეს, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა მარტივი მოქმედებით მნიშვნელოვანი ცვლილება მოიტანოს სხვის ცხოვრებაში.
