პროექტის დეტალი

სოციალურად დაუცველების დახმარება

გამოყვეყნების თარიღი: Feb 08, 2025 ჩართული მოხალისეები: 5 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

2023 წლის 8 აპრილს ჩვენი წითელი ჯვრის გუნდმა, სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს დახმარება აღმოვუჩინეთ. ამ დღის განმავლობაში ჩვენ სხვადასხვა საჭირო ნივთები და სასურსათო პროდუქტი გავანაწილეთ მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა. გარდა მატერიალური მხარდაჭერისა, ვეცადეთ, თანადგომა და სითბო გაგვეზიარებინა მათთვის, რათა გვეჩვენებინა, რომ ისინი მარტო არ არიან. ეს გამოცდილება ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი იყო, რადგან დაგვანახვა, რამდენად დიდი გავლენა შეიძლება იქონიოს პატარა სიკეთემ საზოგადოების გაერთიანებასა და დახმარების კულტურის განვითარებაზე.