პროექტის აღწერაერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამხსოვრებელი აქტივობა იყო საქველმოქმედო, სრულიად მოხალისეობრივი სპექტაკლი „თავისუფლებიდან თავისუფლებამდე“ რომელიც სრულად მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს.
პროექტის შესახებ ინფორმაცია სასკოლო საზოგადოებაში, სახელოვნებო კლუბის „კრეატორიას“ დახმარებით გავავრცელე. მოხალისე მსახიობებმა შერჩევის ეტაპის შემდეგ, რომელიც სკოლის თვითმმართველობასთან ერთად გავიარეთ, დაიწყეს სპექტაკლის სცენარზე მუშაობა.
სამუშაო სივრცეთ სკოლის სააქტო დარბაზი გამოვიყენეთ, რომელიც სკოლის დირექციამ მოლაპარაკებების შედეგად დაგვითმო. ხანგრძლივი მოხალისეობის შემდეგ სპექტაკლის პრემიერა შედგა ხოლო ბილეთებით შემოსული თანხის ნაწილი მოხმარდა ბავშვთა სახლის საჭიროებების დაკმაყოფილებას, ხოლო ნაწილი გადაეცა სკოლის თვითმმართველობის ხაზინას რათა მათ გააგრძელონ მნიშვნელოვანი აქტივობების განხორციელება.
შედეგად პროექტმა გააერთიანა 10 მოხალისე მსახიობი და 5 ორგანიზატორი მოხალისე. ხოლო გაყიდული ბილეთების რაოდენობამ შეადგინა 245 ერთეული. 