სასკოლო სივრცეში დავაორგანიზე 2-თვიანი სპორტული ჩემპიონატი შემდეგ სახეობებში : ჭადრაკი, მკლავჭიდი, ფრენბურთი, კალათბურთი. ჩატარდა 20 შეხვედრა, საიდანაც თითო გაგრძელდა ზუსტად 1:30 წუთი, ჯამში 26 საათი. მსაჯების რანგში ვიყავი როგორც მე, ისე ჩემი თანატოლი სკოლელები.
ჯამში ჩაერთო 120 მოსწავლე 7-12 კლასების ჩათვლით. ორი შეჯიბრი ჩატარდა 177-ე სკოლასთან თანამშრომლობით.
ინიციატივის მიზანი იყო მოსწავლეების გააქტიურება სპორტული მიმართულებით, რაც მათ მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე დადებითად აისახა, მონაწილეებს განუვითარდათ გუნდური მუშაობისა და ლიდერული უნარ-ჩვევები. დავაჯილდოვე გამარჯვებული კლასები სიმბოლური პრიზებით.