პროექტის დეტალი

STEAM გოგოები

გამოყვეყნების თარიღი: Nov 20, 2024 ჩართული მოხალისეები: 5 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

პროექტის მიზანი: 

პროექტი "STEAM გოგოები" მიზნად ისახავდა ახალგაზრდა გოგონების გაძლიერებას STEAM მიმართულებით. პროექტის განმავლობაში გოგონებმა გაიარეს ინოვაციური მეწარმეობის, საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მიმართულებების,პროგრამიებადი დაფების: Calliope Mini და Arduino Uno ტრენინგები და იმუშავეს მოწყობილობებზე.

პროექტი შეიქმნა იმისათვის, რომ გადაჭრილიყო ის პრობლემა, სადაც  გოგონების ჩართულობა ნაკლები იყო, განსაკუთრებით STEAM სფეროში . განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები გოგონებისთვის, სადაც შეზღუდულია ასეთი შესაძლებლობები. 

ღონისძიებაში მონაწილეობდა 30 მონაწილე, ძირითადად 12-18 წლის ახალგაზრდა გოგონები. 

გოგონების 70%-მა  გამოთქვა დიდი ინტერესი ღონისძიების შემდეგ, STEAM მიმართულებით კარიერის გაგრძელებაზე.

დემო დღის განმავლობაში წარმოდგენილი იყო 5 გუნდური პროექტი.

პროექტი დაიწყო 2024 წლის 1 სექტემბერს და დასრულდა  2024 წლის 1 ოქტომბერს

პროექტი განხორციელდა ახალგაზრდული ორგანიზაციის SmartThink და "კახეთის" მიერ.