პროექტის დეტალი

თამბაქო და ჯანსაღი ცხოვრება

გამოყვეყნების თარიღი: Nov 15, 2024 ჩართული მოხალისეები: 30 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

მე-7, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებთან შესახვედრად მოვიწვიე სკოლის ექიმი. შეხვედრის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და თამბაქოს მოხმარების შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო მოსწავლეებში. ექიმმა ირმა რობაქიძემ ისაუბრა თამბაქოს მოხმარებისა და ჯანსაღი ცხოვრების შესახებ.  საუბარი შეეხო მოზარდებში ამ თემის აქტუალობას, პრობლემის აღმოფხვრის გზებსა და მკურნალობის საშუალებებს.  სწორი და გადამოწმებული სამედიცინო ინფორმაციის მიტანა მოზარდებთან მათი აღზრდისა და განვითარების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგი ხელს უწყობს სხვადასხვა პრობლემის შესახებ საუბრის გამარტივებასა და პრევენციული ღონისძიებების გატარებას. ჯამში შეხვედრას 30-მდე ახალგაზრდა დაესწრო.