პროექტი
პროექტის აღწერა
ნებისმიერი ცოდნის ეფექტურუნარიანობას მისი პრაქტიკაში განხორციელების ხარისხი განსაზღვრავს. იმ ინფორმაციას, რომელსაც ვითვისებთ აუცილებელია ვიყენებდეთ პრაქტიკაშიც. ხშირად მოზარდებს უჭირთ თეორიული ცოდნის პრატიკაში გადმოტანა. ეს განსაკუთრებით პრობლემურია მაშინ, როდესაც ამ ცოდნის პრატიკაში განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 12 მაისს გავმართე მოხალისეთა კლუბის შეხვედრა.
შეხვედრის თემა - ჰიგიენასთან დაკავშირებული საკითხების თეორიული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელება; მოხალისეებმა იმსჯელეს იმ გზებზე რომლის მეშვეობითაც ჰიგიენასთან დაკავშირებულ ცოდნას რეალურ ცხოვრებაში გადმოიტანენ. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო 14 სკოლის მოსწავლემ, მათგან 7 მოხალისემ.