წიგნიერების დღესთან დაკავშირებით, 15 თებერვალს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ჩავედი, სადაც ძალიან მაგარ თანატოლებს ჩემი ევროპული სკოლიდან და მათ უსაყვარლეს ნატო მასწავლებელს შევხვდი, რომელიც მათ საკმაოდ დიდი ხანია ასწავლის ინგლისურ ენას და არის, როგორც ამ სკოლის ასევე access Lagodekhi-ს მასწავლებელი.
მიმიწვიეს თავიანთ სკოლაში რათა გამეზიარებინა ჩემი გამოცდილება,როგორც წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების წარმომადგენლის, ასევე ამერიკული სივრცის მოხალისის რანგში და რათქმაუნდა access პროგრამის მონაწილის სტატუსით. მქონდა დისკუსია მნიშვნელოვან საკითხებზე: ამერიკული სივრცეების საქმიანობა, გაცვლითი პროგრამები, მოხალისეობა, სამოქალაქო აქტივიზმი, ინგლისური ენის ცოდნის მნიშვნელობა და რათქმაუნდა წიგნიერებაც.
როგორც წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების წარმომადგენლის რანგში ამ ახალგაზრდებს და მათ სკოლას როგორც შევძელი ისე წიგნები ჩავუტანე, რადგან წიგნი არის ადამიანის მთავარი და საუკეთესო მეგობარი, თითოელი მათგანზე გაოცებული დავრჩი, იმდენად რომ ახლაც მესმის მათი სიტყვები, მახსენდება მათი კითხვები. თითოეული მათგანის სახელებიც არ დამავიწყდება რადგან საუკეთესოთა შორის საუკეთესო მოსწავლეები არიან და საუკეთესო მასწავლებელი ჰყავთ.
შევხვდი 30-35 ლაგოდეხელ ახალგაზრდას.


